ეპოქების გასაყარზე

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქების გასაყარზე. მთავრდება ცრუპენტელა, ორმაგი სტანდარტების და ილუზიების მოყვარული თევზების ეპოქა და იწყება პრაგმატული, სიმართლის მოყვარული მერწყულის ეპოქა.

წინა ეპოქა სენტიმენტების და “კეთილი” ტყუილების, სიკეთეს ამოფარებული ბოროტების ეპოქა იყო. მომავალი ეპოქა ვერ იტანს სიცრუეს და სუფთა ცნობიერების მოყვარულია. უკვე ახლა, ჩვენს თვალწინ საოცარი ამბები ხდება მსოფლიოში.

ნელნელა მჟღავნდება საუკუნეების მანძილზე დაფარული და დამახინჯებული ფაქტები. იმსხვრევა დიადი სწავლებები, სისტემები და სტერეოტიპები. გაცხადდა საიდუმლო ეზოთერიული ცოდნა და ტექნოლოგიები. ადრე ამ ცოდნას მალავდნენ იმის გამო, რომ უგუნურ ადამიანებს არ ჩავარდნოდა ხელში. შემდეგ ეს ცოდნა მაინც უსინდისო ადამიანების ხელში აღმოჩნდა და მათ დაიწყეს მასების ზომბირება. ამიტომ იქ, ზევით, მიიღეს გადაწყვეტილება ეს ცოდნა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადონ, ყველა შეაიარაღონ, რომ ასე მაინც დაიცვას ხალხმა თავი.
ამ ცოდნასთან შედარებით ყველა რელიგია ბავშვებისთვის მოყოლილ ზღაპრებად ჩანს. ამიტომ რელიგიები გაქრება, ხოლო მათ ადგილს პრაქტიკული, მეცნიერული სისტემები დაიკავებს.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი თვისება, რასაც შეიძენენ ადამიანები, მათ ექნებათ უნარი ყოველთვის მიხვდნენ როდის ატყუებენ. ამიტომ ცრუპენტელა პოლიტიკოსების, ვაჭრების და რელიგიის მსახურების პარპაში დასრულდება. ადამიანებმა უკვე იციან სიმართლე, მაგრამ ჯერ ვერ ახერხებენ ამ სიმართლის მიღებას. ასევე არ იციან რა მოუხერხონ ამ სიმართლეს, მაგრამ ეს დროებითი დაბნეულობაა, გარდამავალი პერიოდია. გარდამავალი პერიოდი ყოველთვის მძიმეა, მაგრამ საინტერესო. ვინც არ ეჯაჭვება წარსულს, გამეფებულ სტერეოტიპებს, ვინ მზადაა ახლის მისაღებად, მისთვის გარდამავალი პერიოდი იოლად ჩაივლის.

ერთი კომენტარი: “ეპოქების გასაყარზე”

  1. საინტერესო ადამიანი ხარG ავტორო!

დატოვე კომენტარი