-
ეპოქების გასაყარზე
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქების გასაყარზე. მთავრდება ცრუპენტელა, ორმაგი სტანდარტების და ილუზიების მოყვარული თევზების ეპოქა და იწყება პრაგმატული, სიმართლის მოყვარული მერწყულის ეპოქა. წინა ეპოქა სენტიმენტების და “კეთილი” ტყუილების, სიკეთეს ამოფარებული ბოროტების ეპოქა იყო. მომავალი ეპოქა ვერ იტანს სიცრუეს და სუფთა ცნობიერების მოყვარულია. უკვე ახლა, ჩვენს თვალწინ საოცარი ამბები ხდება მსოფლიოში. ნელნელა მჟღავნდება საუკუნეების მანძილზე დაფარული და დამახინჯებული…
-
მისი უდიდებულესობა ქალის ორგაზმი
ეხ, ფროიდს რა ვუთხარი, ქალებსაც რომ ორგაზმი ქონიათ თურმე, მან ამცნო სამყაროს და ამით სამყარო რადიკალურად შეცვალა. სექსუალურად დათრგუნული საზოგადოება სექსუალურად შეწუხებულ საზოგადოებად გადააქცია. მოვა დრო და იტყვიან, რომ მისი ეს გამოგონება ატომური ბომბის გამოგონებაზე უარესი იყო კაცობრიობისთვის. რატომ გამოგონება? განა ქალებს ორგაზმი ფროიდამდე არ ქონდათ? ქონდათ. ფროიდს ქალების ორგაზმი არ გამოუგონია, ფროიდმა ქალების ორგაზმის…
-
ქართველი ქალის “კულტი”
ქართველი ქალის “კულტი” ალბათ გსმენიათ ამ თითქმის დავიწყებული, მხოლოდ სადღეგრძელოებში შემორჩენილი ლამაზი ლეგენდის, ქართველი ქალის კულტის შესახებ. ქალის კულტი… რას უნდა ნიშნავდეს ეს? ალბათ იმას, რომ საქართველოში ქალებს პრივილეგირებული მდგომარეობა უკავიათ და შესანიშნავად გრძნობენ თავს. ასეა ვითომ? სინამდვილეში საქართველოში არის არა ქალის კულტი, არამედ იმ ქცევის ნორმების და ჩარჩოების კულტი, რომელთა დარღვევის უფლება ქართველ ქალს…
-
წელსაც გარდმევიდა!
წელსაც გარდმევიდა.გიხაროდენ!ანუ როგორც მართლმადიდებლებს ჯერათ, ამის გამო წელსაც ქრისტე მეორედ არ მოვა… და უხარიათ.ვერ გამიგია, ქრისტიანს რატომ არ უნდა უნდოდეს ქრისტეს მოსვლა? მით უმეტეს, როცა ერთადერთ მართლ-მადიდებლად მიგაჩნია თავი?თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ იქ არანაირი ცეცხლის გარდმოსვლა ანუ სასტაული არ ხდება, ცეცხლს თვითონ ანთებენ და ეს მხოლოდ რიტუალიაო, მაგრამ დავუშვათ, ცეცხლს მართლა ღმერთი ანთებს. რაღაც…
-
ქალის ფასი
– მე ისეთ კაცს გავყვები, ქალის ფასი რომ იცის. – ქალის ფასი? კონკრეტულად შენი და შენისთანების ფასი კარგად ვიცი და ამიტომ ასეთის ცოლად მოყვანა წარმოუდგენელ სისულელედ მიმაჩნია. – რატომ ვითომ? – აი ამიტომ: რას ნიშნავს შენთვის ქალის ფასი? ხელის თხოვება უძვირფასეს რესტორანში, სასურველია პარიზში. დაჩოქებით და ბრილიანტის ბეჭდით. ქორწილი მინიმუმ ათასკაციანი. რესტორნის და სამების დაკეტვით,…
-
მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა…
„მათე 8,21. ხოლო ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.22. ხოლო იესომ მიუგო მას: შენ მე გამომყევ, და მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა. ეს ქრისტეს ერთერთი იმ არაპოპულარულ მცნებათაგანია, რომელსაც არავინ ასრულებს. წაიკითხავენ და წაუყრუვებენ. იხუმრა ალბად ქრისტემ. – აბა რა ვქნათ, არ დავმარხოთ მკვდრები? იტყვით თქვენ. – კიბატონო, დამარხეთ, მაგრამ რატომ ქმნით ამისგან ამხელა ამბავს? ვაივიში, შეცხადება, დატირება, პანაშვიდები, ქელეხები, ორმოცები, წლისთავები და აღდგომა დღეს საფლავზე გასვლები. ის ყურადღება, რასაც გარდაცვლილი ადამიანის მიმართ იჩენენ, მისთვის სიცოცხლეში რომ გამოეჩინათ, შეიძლება არც მომკვდარიყო. თუ შენ გჯერა, რომ სული არსებობს და შენი…
-
რწმენის ფსიქოლოგია
შენ თავისუფალი ხარ არჩევანში რა ირწმუნო. ამიტომ ირწმუნე ის, რაც შენთვის კომფორტულია და არა ის, რაც ვიღაცის აზრით არის ჭეშმარიტება
-
დეჟა ვუ და რეინკარნაცია
დეჟა ვუ გარკვეული ფსიქოლოგიურ მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ეუფლება შეგრძნება, რომ გარკვეული სიტუაცია, რომელიც ახლა ხდება, ადრე უკვე მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცის, ადრე ეს არასდროს მომხდარა და შეუძლებელია მომხდარიყო. მეტიც, ზოგჯერ დეტალური სიზუსტით იცის რა მოხდება შემდგომ რამოდენიმე წამში.მეცნიერებას და რელიგიას აქვს დეჟა ვუს რამოდენიმე ახსნა, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ჰიპოთეზების და ვარაუდების დონეზე…
-
ზღაპარი და სინამდვილე
ის პრინცი იყო, თან ძალიან მდიდარი, მაგრამ უნდოდა, რომ მის გულისსწორს როგორც პიროვნება შეყვარებოდა და არა ქონება და სოციალური სტატუსი. ამიტომ გადაიცვა მდაბიური სამოსი, გაერია ხალხში და ასე იპოვა გოგო, რომელიც შეუყვარდა და იმ გოგოსაც შეუყვარდა. ცოლობაზე რომ დაითანხმა, მერე გაუმხილა, რომ პრონცი იყო. მცირედი შოკის და საყვედურების მერე გოგო წაყვა პრინცს სასახლეში და ცხოვრობდნენ…