-
ბედიღბლის შეცვლის უმძლავრესი საშუალება
რამდენი შეცდომა დაგვიშვია წარსულში. გამოუცდელობის გამო, სიმხდალის გამო, შურის გამო, კომპლექსების გამო. ახლა კი გვახსენდება და მწარე სინანული ცუდ გუნებაზე გვაყენებს. მაგრამ მხოლოდ ცუდ გუნებაზე დადგომა არაა პრობლემა. რომ არ დაგვეშვა ის შეცდომები, ახლა გაცილებით უკეთესები ვიქნებოდით და უკეთესი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება. რამდენჯერ გავუშვით ბედნიერება ხელიდან, რამდენჯერ გავექეცით სიყვარულს… სინამდვილეში ხომ ჩვენ სხვა ადამიანზე არ…
-
როგორ მივიქციოთ ღმერთის ყურადღება?
ის ერთია და ჩვენ ბევრნი ვართ. ყველა არ ხდება მისი ყურადღების ღირსი. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფაქტია და არა აქვს მნიშვნელობა რისი გწამს შენ, როგორი წარმოდგენის ხარ. შეიძლება გწამს, რომ არსებობს ერთი მამა ღმერთი და ჩვენ მისი შვილები ვართ, ან ფიქრობ, რომ ღმერთი საერთოდ არ არსებობს, ხოლო ჩვენ ზეცაში არსებული სულების ავატარები ვართ. ასეც რომ იყოს,…
-
ვის ჭირდება ჯოჯოხეთი?
სულ ვფიქრობდი, რაში ჭირდება ღმერთს ჯოჯოხეთი. ნუთუ მართლა ასეთი ბოღმა ტიპია, რომ საუკუნო სატანჯველისათვის იმეტებს თავის შვილებს, რომლებიც თურმე უანგაროდ უყვარს? მაგრამ ერთ “მორწმუნესთან” საუბრის მერე მივხვდი, რომ ჯოჯოხეთი ჭირდებათ ადამიანებს. უამრავი დაჩაგრული და დაბოღმილი ტიპი, რომლებსაც ერთადერთი იმედიღა შერჩენიათ, რომ ღმერთი იმქვეყნად მაინც დასჯის მათ მჩაგვრელებს და უბრალოდ იმათ, ვინც მათ არ მოწონთ. ჯოჯოხეთი…
-
სიკვდილის წინ
ამბობენ, რომ ადამიანს სიკვდილის წინ მთელი წარსული ცხოვრება თვალწინ ჩაურბენს ხოლმე. შესაძლოა ასეთი რამ მართლაც ხდება, მაგრამ არამგონია ეს სიკვდილთან იყოს პირდაპირ კავშირში. ვიღაცამ ხომ მოყვა, რომ მთელმა წარსულმა ცხოვრებამ თვალწინ ჩაურბინა? ესეიგი მაინც გადარჩა ცოცხალი, თორემ როგორ მოყვებოდა? ერთი რამეც მაფიქრებს: დავუშვათ მთელმა წარსულმა ცხოვრებამ ერთ წამში! ჩაირბინა მის თვალწინ. წარმოგიდგენიათ როგორი აჩქარებული კადრები…
-
სანამ ჩამოკრავს განკითხვის ზარი…
ახლა უკვე ბევრი გვასწავლის როგორ გავმდიდრდეთ. დავუშვათ, ვინც გვასწავლის როგორ გავმდიდრდეთ, არ არიან შარლატანები, ყველამ გაიარა მათი ტრენინგები, წაიკითხა მათი წიგნები და გამდიდრდა. რა შედეგს მივიღებთ პლანეტარული მასშტაბით? დღეს გამდიდრება გულისხმობს, რომ ყველას ქონდეს ფული და იმ ფულით შეიძინონ უფრო მეტი ნივთები და უფრო მეტი იმოგზაურონ. სამწუხაროდ დღევანდელი ადამიანის მოთხოვნილება და ფანტაზია ამის იქით ვერ…
-
გვეშველება?
საქართველოს მდგომარეობას ეს იგავი აღწერს კარგად: ერთი ქალი გათხოვდა, მაგრამ ვერ შეეწყო ქმარს და გაეყარა. შემდეგ სხვაზე გათხოვდა, მაგრამ არც ის გამოადგა და გაეყარა. და ასე ოთხჯერ. ახლა ამ ქმარსაც ეყრება და წუწუნებს, რომ არ უმართლებს ქმრებში. არცერთი არ გამოადგა. არადა, როგორი კარგები ჩანდნენ დასაწყისში და რა საშინელი მონსტრები აღმოჩდნენ მას მერე, რაც ქმრები გახდნენ. “სად მქონდა…
-
განათლება საქართველოში
2016 წლის სექტემბერში ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილმა საპროტესტო შიმშილობა დაიწყო. მათი პროტესტის მიზეზი იყო არა დაბალი ანაზღაურება, არამედ სწავლების ძალიან დაბალი დონე, თუმცა ანაზღაურება მართლაც ძალიან დაბალი აქვთ და ესეც პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხზე. სამწუხაროდ მოშიმშილე ლექტორებმა ვერაფერს მიაღწიეს და დაიშალნენ, რადგან მათ არ აყვნენ სხვა ლექტორები და სტუდენტები. მეტიც, სტუდენტების დიდმა ნაწილმა მათ წინააღმდეგაც…
-
ბუდისტური ხედვა ურთიერთობებზე
თარგმანი: … პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ყოველთვის ვურევთ ერთმანეთში სიყვარულს და მიჯაჭვულობას. გვგონია, რომ თუ ჩავაფრინდებით ვიღაცას და მაგრად გვიჭირავს, ესე იგი გვიყვარს. თუმცა სინამდვილეში ეს მხოლოდ მიჯაჭვულობაა, რომელიც ტკივილს იწვევს, რადგან რაც უფრო ძლიერად გვიჭირავს, მით უფრო მეტად გვეშინია დაკარგვის. რა თქმა უნდა დავიტანჯებით. მიჯაჭვულობა ამბობს: მე შენ მიყვარხარ. ამიტომ უნდა გამაბედნიერო! ჭეშმარიტი სიყვარული…
-
ინდიგო “რასა”
ვინც ეს ტერმინი, “ინდიგო რასა” გამოიგონა, არამგონია, რომ მას ინდიგოებისთვის სიკეთე უნდოდეს. ტერმინში “რასა” უკვე იმალება რასიზმის ტენდენციები. ანუ, რომ ჩვენ, ინდიგოები სხვებზე უფრო აღმატებულები ვართ, ამ საცოდავებს, განუვითარებელ იმბიცილებს უნდა ვასწავლოთ რა არის ჭეშმარიტება. თუ არ გაიგებენ და საერთოდ გამოვეყოთ და ჩვენთვის ვიყოთ ფეისბუკ ტუსოვკებზე, სადაც აქა-იქ წაკითხულ ინდიგო იდეებს გავუზიარებთ ერთმანეთს და დავტკბებით…
-
ნაადრევად წართმეული ბავშვობა
ძალიან მიყვარს ის ასაკი, როდესაც ბავშვი კითხვების დასმას იწყებს. ძალიან მიყვარს ამ კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გადაწყვეტ, რომ არ მოატყუო ბავშვი, ბოლომდე იყო მასთან გულწრფელი, მისი კითხვები ახლიდან დაგაფიქრებენ საგნების და მოვლენების არსზე, დაგანახებენ რამდენი სიცრუეა და სიყალბე შენს მიერ შექმნილ სამყაროში, რამდენი კითხვა გაქვს პასუხგაუცემელი, რამდენი სისულელე გაქვს ჭეშმარიტებად აღიარებული. ბავშვის დასკვნებიც ძალიან საინტერესოა…
-
ასეც ხდება…
ის მეტროს ვაგონში შემოვიდა. თვალი შევავლე და… უჩვეულო სითბომ და ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. ისე კი არა, უბრალოდ რომ გოგო მოგეწონება, თვალებით ვჭამდი ამ საოცარ ბუნებრივ სილამაზეს, სითბოს და ვგძნობდი, რომ ის არის ის, ვისაც შეეძლო ჩემი ჭკუიდან გადაყვანა, სამუდამოდ გაბედნიერება ან გაუბედურება და . . . თან ვბრაზობდი ჩემს თავზე: “მე ხომ საცოლე…
-
სრულყოფილება
არ არსებობს სამყაროში უფრო მოუსვენარი, უფრო უკმაყოფილო არსება, ვიდრე ადამიანია. უფრო სწორად, მხოლოდ ადამიანია უკმაყოფილო იმით, რაც არის და როგორიც არის. უხსოვარი დროიდან მიისწრაფვოდა ის ხვადასხვა ზეაღმატებული მიზნებისკენ: წმინდანობისკენ, აბსოლუტისკენ, სრულყოფილებისკენ… კი, ადამიანს შეუძლია ისწრაფვოს სრულყოფილებისკენ. გახდეს უფრო ბრძენი, უფრო ჯანმრთელი, უფრო ლამაზი, უფრო წმინდანი, უფრო გასხივოსნებული ან უფრო ტანჯული.( გააჩნია ვინ რას მიიჩნევს სრულყოფილებად)…