კატეგორია: Uncategorized
-
ქართველი ქალის “კულტი”
ქართველი ქალის “კულტი” ალბათ გსმენიათ ამ თითქმის დავიწყებული, მხოლოდ სადღეგრძელოებში შემორჩენილი ლამაზი ლეგენდის, ქართველი ქალის კულტის შესახებ. ქალის კულტი… რას უნდა ნიშნავდეს ეს? ალბათ იმას, რომ საქართველოში ქალებს პრივილეგირებული მდგომარეობა უკავიათ და შესანიშნავად გრძნობენ თავს. ასეა ვითომ? სინამდვილეში საქართველოში არის არა ქალის კულტი, არამედ იმ ქცევის ნორმების და ჩარჩოების კულტი, რომელთა დარღვევის უფლება ქართველ ქალს…
-
მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა…
„მათე 8,21. ხოლო ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.22. ხოლო იესომ მიუგო მას: შენ მე გამომყევ, და მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა. ეს ქრისტეს ერთერთი იმ არაპოპულარულ მცნებათაგანია, რომელსაც არავინ ასრულებს. წაიკითხავენ და წაუყრუვებენ. იხუმრა ალბად ქრისტემ. – აბა რა ვქნათ, არ დავმარხოთ მკვდრები? იტყვით თქვენ. – კიბატონო, დამარხეთ, მაგრამ რატომ ქმნით ამისგან ამხელა ამბავს? ვაივიში, შეცხადება, დატირება, პანაშვიდები, ქელეხები, ორმოცები, წლისთავები და აღდგომა დღეს საფლავზე გასვლები. ის ყურადღება, რასაც გარდაცვლილი ადამიანის მიმართ იჩენენ, მისთვის სიცოცხლეში რომ გამოეჩინათ, შეიძლება არც მომკვდარიყო. თუ შენ გჯერა, რომ სული არსებობს და შენი…
-
დეჟა ვუ და რეინკარნაცია
დეჟა ვუ გარკვეული ფსიქოლოგიურ მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ეუფლება შეგრძნება, რომ გარკვეული სიტუაცია, რომელიც ახლა ხდება, ადრე უკვე მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცის, ადრე ეს არასდროს მომხდარა და შეუძლებელია მომხდარიყო. მეტიც, ზოგჯერ დეტალური სიზუსტით იცის რა მოხდება შემდგომ რამოდენიმე წამში.მეცნიერებას და რელიგიას აქვს დეჟა ვუს რამოდენიმე ახსნა, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ჰიპოთეზების და ვარაუდების დონეზე…
-
როგორ მივიქციოთ ღმერთის ყურადღება?
ის ერთია და ჩვენ ბევრნი ვართ. ყველა არ ხდება მისი ყურადღების ღირსი. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფაქტია და არა აქვს მნიშვნელობა რისი გწამს შენ, როგორი წარმოდგენის ხარ. შეიძლება გწამს, რომ არსებობს ერთი მამა ღმერთი და ჩვენ მისი შვილები ვართ, ან ფიქრობ, რომ ღმერთი საერთოდ არ არსებობს, ხოლო ჩვენ ზეცაში არსებული სულების ავატარები ვართ. ასეც რომ იყოს,…
-
ვის ჭირდება ჯოჯოხეთი?
სულ ვფიქრობდი, რაში ჭირდება ღმერთს ჯოჯოხეთი. ნუთუ მართლა ასეთი ბოღმა ტიპია, რომ საუკუნო სატანჯველისათვის იმეტებს თავის შვილებს, რომლებიც თურმე უანგაროდ უყვარს? მაგრამ ერთ “მორწმუნესთან” საუბრის მერე მივხვდი, რომ ჯოჯოხეთი ჭირდებათ ადამიანებს. უამრავი დაჩაგრული და დაბოღმილი ტიპი, რომლებსაც ერთადერთი იმედიღა შერჩენიათ, რომ ღმერთი იმქვეყნად მაინც დასჯის მათ მჩაგვრელებს და უბრალოდ იმათ, ვინც მათ არ მოწონთ. ჯოჯოხეთი…
-
სიკვდილის წინ
ამბობენ, რომ ადამიანს სიკვდილის წინ მთელი წარსული ცხოვრება თვალწინ ჩაურბენს ხოლმე. შესაძლოა ასეთი რამ მართლაც ხდება, მაგრამ არამგონია ეს სიკვდილთან იყოს პირდაპირ კავშირში. ვიღაცამ ხომ მოყვა, რომ მთელმა წარსულმა ცხოვრებამ თვალწინ ჩაურბინა? ესეიგი მაინც გადარჩა ცოცხალი, თორემ როგორ მოყვებოდა? ერთი რამეც მაფიქრებს: დავუშვათ მთელმა წარსულმა ცხოვრებამ ერთ წამში! ჩაირბინა მის თვალწინ. წარმოგიდგენიათ როგორი აჩქარებული კადრები…
-
ნაადრევად წართმეული ბავშვობა
ძალიან მიყვარს ის ასაკი, როდესაც ბავშვი კითხვების დასმას იწყებს. ძალიან მიყვარს ამ კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გადაწყვეტ, რომ არ მოატყუო ბავშვი, ბოლომდე იყო მასთან გულწრფელი, მისი კითხვები ახლიდან დაგაფიქრებენ საგნების და მოვლენების არსზე, დაგანახებენ რამდენი სიცრუეა და სიყალბე შენს მიერ შექმნილ სამყაროში, რამდენი კითხვა გაქვს პასუხგაუცემელი, რამდენი სისულელე გაქვს ჭეშმარიტებად აღიარებული. ბავშვის დასკვნებიც ძალიან საინტერესოა…
-
ასეც ხდება…
ის მეტროს ვაგონში შემოვიდა. თვალი შევავლე და… უჩვეულო სითბომ და ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. ისე კი არა, უბრალოდ რომ გოგო მოგეწონება, თვალებით ვჭამდი ამ საოცარ ბუნებრივ სილამაზეს, სითბოს და ვგძნობდი, რომ ის არის ის, ვისაც შეეძლო ჩემი ჭკუიდან გადაყვანა, სამუდამოდ გაბედნიერება ან გაუბედურება და . . . თან ვბრაზობდი ჩემს თავზე: “მე ხომ საცოლე…
-
სრულყოფილება
არ არსებობს სამყაროში უფრო მოუსვენარი, უფრო უკმაყოფილო არსება, ვიდრე ადამიანია. უფრო სწორად, მხოლოდ ადამიანია უკმაყოფილო იმით, რაც არის და როგორიც არის. უხსოვარი დროიდან მიისწრაფვოდა ის ხვადასხვა ზეაღმატებული მიზნებისკენ: წმინდანობისკენ, აბსოლუტისკენ, სრულყოფილებისკენ… კი, ადამიანს შეუძლია ისწრაფვოს სრულყოფილებისკენ. გახდეს უფრო ბრძენი, უფრო ჯანმრთელი, უფრო ლამაზი, უფრო წმინდანი, უფრო გასხივოსნებული ან უფრო ტანჯული.( გააჩნია ვინ რას მიიჩნევს სრულყოფილებად)…
-
თვითრეალიზაცია
თვითრეალიზაცია – ბედნიერების აუცილებელი პირობა. ლექცია – სემინარი ჩანაწერის მოსასმენად დააკლიკეთ ამ ტექსტს
-
ჩენელინგი
კომპოზიცია ჩაწერილია ჩენელინგის დროს. ანუ სიტყვები და მუსიკა მოდის შთაგონებით მედიტაციის მდგომარეობაში. ეს არც ისე ძნელია. ამ დროს ადამიანი ხდება გამტარი სულიერ და მატერიალურ სამყაროს შორის. გონება ამ პროცესში თითქმის არ მონაწილეობს. ძირითადად მიღებულია, რომ ჩენელინგის დროს მოდის ვერბალური ინფორმაცია, მაგრამ შესაძლებელია მოვიდეს აგრეთვე მუსიკა, ცეკვა და სიმღერა, რომლის სიტყვები ზოგჯერ არის იმ ენაზე, რომელიც…
-
ფსიქოლოგიური კომპლექსები
ჩემი მეგობარი რეპეტიციაზე შესანიშნავად მღერის, მაგრამ სცენაზე რომ გადის, ხმა უკანკალებს, სიტყვები ავიწყდება და ტირილი უნდება. ამიტომ არავინ იცის მისი ნიჭიერების შესახებ მისი სიმღერის მასწავლებლის გარდა. იგივე ემართება ზოგიერთ მოსწავლეს ან სტუდენტს, რომლებმაც შესანიშნავად იციან საგანი, მაგრამ გამოცდაზე ყველაფერი ავიწყდებათ. არადა, მათი მეგობრები ისე-რა სწავლობენ, მაგრამ გამოცდაზე როგორღაც მაღალი ნიშნების მიღებას ახერხებენ. ბიჭს გოგო მოეწონა,…