ჭდე: ზაზა ქუმელაშვილი
-
რწმენის ფსიქოლოგია
შენ თავისუფალი ხარ არჩევანში რა ირწმუნო. ამიტომ ირწმუნე ის, რაც შენთვის კომფორტულია და არა ის, რაც ვიღაცის აზრით არის ჭეშმარიტება
-
დეჟა ვუ და რეინკარნაცია
დეჟა ვუ გარკვეული ფსიქოლოგიურ მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ეუფლება შეგრძნება, რომ გარკვეული სიტუაცია, რომელიც ახლა ხდება, ადრე უკვე მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცის, ადრე ეს არასდროს მომხდარა და შეუძლებელია მომხდარიყო. მეტიც, ზოგჯერ დეტალური სიზუსტით იცის რა მოხდება შემდგომ რამოდენიმე წამში.მეცნიერებას და რელიგიას აქვს დეჟა ვუს რამოდენიმე ახსნა, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ჰიპოთეზების და ვარაუდების დონეზე…
-
ზღაპარი და სინამდვილე
ის პრინცი იყო, თან ძალიან მდიდარი, მაგრამ უნდოდა, რომ მის გულისსწორს როგორც პიროვნება შეყვარებოდა და არა ქონება და სოციალური სტატუსი. ამიტომ გადაიცვა მდაბიური სამოსი, გაერია ხალხში და ასე იპოვა გოგო, რომელიც შეუყვარდა და იმ გოგოსაც შეუყვარდა. ცოლობაზე რომ დაითანხმა, მერე გაუმხილა, რომ პრონცი იყო. მცირედი შოკის და საყვედურების მერე გოგო წაყვა პრინცს სასახლეში და ცხოვრობდნენ…
-
ბედიღბლის შეცვლის უმძლავრესი საშუალება
რამდენი შეცდომა დაგვიშვია წარსულში. გამოუცდელობის გამო, სიმხდალის გამო, შურის გამო, კომპლექსების გამო. ახლა კი გვახსენდება და მწარე სინანული ცუდ გუნებაზე გვაყენებს. მაგრამ მხოლოდ ცუდ გუნებაზე დადგომა არაა პრობლემა. რომ არ დაგვეშვა ის შეცდომები, ახლა გაცილებით უკეთესები ვიქნებოდით და უკეთესი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება. რამდენჯერ გავუშვით ბედნიერება ხელიდან, რამდენჯერ გავექეცით სიყვარულს… სინამდვილეში ხომ ჩვენ სხვა ადამიანზე არ…
-
როგორ მივიქციოთ ღმერთის ყურადღება?
ის ერთია და ჩვენ ბევრნი ვართ. ყველა არ ხდება მისი ყურადღების ღირსი. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფაქტია და არა აქვს მნიშვნელობა რისი გწამს შენ, როგორი წარმოდგენის ხარ. შეიძლება გწამს, რომ არსებობს ერთი მამა ღმერთი და ჩვენ მისი შვილები ვართ, ან ფიქრობ, რომ ღმერთი საერთოდ არ არსებობს, ხოლო ჩვენ ზეცაში არსებული სულების ავატარები ვართ. ასეც რომ იყოს,…
-
სანამ ჩამოკრავს განკითხვის ზარი…
ახლა უკვე ბევრი გვასწავლის როგორ გავმდიდრდეთ. დავუშვათ, ვინც გვასწავლის როგორ გავმდიდრდეთ, არ არიან შარლატანები, ყველამ გაიარა მათი ტრენინგები, წაიკითხა მათი წიგნები და გამდიდრდა. რა შედეგს მივიღებთ პლანეტარული მასშტაბით? დღეს გამდიდრება გულისხმობს, რომ ყველას ქონდეს ფული და იმ ფულით შეიძინონ უფრო მეტი ნივთები და უფრო მეტი იმოგზაურონ. სამწუხაროდ დღევანდელი ადამიანის მოთხოვნილება და ფანტაზია ამის იქით ვერ…
-
გვეშველება?
საქართველოს მდგომარეობას ეს იგავი აღწერს კარგად: ერთი ქალი გათხოვდა, მაგრამ ვერ შეეწყო ქმარს და გაეყარა. შემდეგ სხვაზე გათხოვდა, მაგრამ არც ის გამოადგა და გაეყარა. და ასე ოთხჯერ. ახლა ამ ქმარსაც ეყრება და წუწუნებს, რომ არ უმართლებს ქმრებში. არცერთი არ გამოადგა. არადა, როგორი კარგები ჩანდნენ დასაწყისში და რა საშინელი მონსტრები აღმოჩდნენ მას მერე, რაც ქმრები გახდნენ. “სად მქონდა…
-
ბუდისტური ხედვა ურთიერთობებზე
თარგმანი: … პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ყოველთვის ვურევთ ერთმანეთში სიყვარულს და მიჯაჭვულობას. გვგონია, რომ თუ ჩავაფრინდებით ვიღაცას და მაგრად გვიჭირავს, ესე იგი გვიყვარს. თუმცა სინამდვილეში ეს მხოლოდ მიჯაჭვულობაა, რომელიც ტკივილს იწვევს, რადგან რაც უფრო ძლიერად გვიჭირავს, მით უფრო მეტად გვეშინია დაკარგვის. რა თქმა უნდა დავიტანჯებით. მიჯაჭვულობა ამბობს: მე შენ მიყვარხარ. ამიტომ უნდა გამაბედნიერო! ჭეშმარიტი სიყვარული…
-
ასეც ხდება…
ის მეტროს ვაგონში შემოვიდა. თვალი შევავლე და… უჩვეულო სითბომ და ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. ისე კი არა, უბრალოდ რომ გოგო მოგეწონება, თვალებით ვჭამდი ამ საოცარ ბუნებრივ სილამაზეს, სითბოს და ვგძნობდი, რომ ის არის ის, ვისაც შეეძლო ჩემი ჭკუიდან გადაყვანა, სამუდამოდ გაბედნიერება ან გაუბედურება და . . . თან ვბრაზობდი ჩემს თავზე: “მე ხომ საცოლე…
-
სრულყოფილება
არ არსებობს სამყაროში უფრო მოუსვენარი, უფრო უკმაყოფილო არსება, ვიდრე ადამიანია. უფრო სწორად, მხოლოდ ადამიანია უკმაყოფილო იმით, რაც არის და როგორიც არის. უხსოვარი დროიდან მიისწრაფვოდა ის ხვადასხვა ზეაღმატებული მიზნებისკენ: წმინდანობისკენ, აბსოლუტისკენ, სრულყოფილებისკენ… კი, ადამიანს შეუძლია ისწრაფვოს სრულყოფილებისკენ. გახდეს უფრო ბრძენი, უფრო ჯანმრთელი, უფრო ლამაზი, უფრო წმინდანი, უფრო გასხივოსნებული ან უფრო ტანჯული.( გააჩნია ვინ რას მიიჩნევს სრულყოფილებად)…