ზღაპარი და სინამდვილე

ის პრინცი იყო, თან ძალიან მდიდარი, მაგრამ უნდოდა, რომ მის გულისსწორს როგორც პიროვნება შეყვარებოდა და არა ქონება და სოციალური სტატუსი. ამიტომ გადაიცვა მდაბიური სამოსი, გაერია ხალხში და ასე იპოვა გოგო, რომელიც შეუყვარდა და იმ გოგოსაც შეუყვარდა. ცოლობაზე რომ დაითანხმა, მერე გაუმხილა, რომ პრონცი იყო. მცირედი შოკის და საყვედურების მერე გოგო წაყვა პრინცს სასახლეში და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად.

ასეა ზღაპარში და კინოში. ცხოვრებაში სხვანაირადაც ხდება ხოლმე. ზოგი სპეციალურად შეიძენს ძვირადღირებულ ტანსაცმელს, განვადებით ნაყიდ აიფონს ააფრიალებს, ნაქირავები ძვირფასი მანქანით გაიჩითება ტუსოვკაზე, რომ ამ სატყუარაზე წამოაგოს ქალები. და ქალებიც წამოეგებიან აუცილებლად. ისევე, როგორც ასეთი კაცები წამოეგებიან სილიკონის ძუძუებზე, დაბერილ ტუჩებზე, მაკიაჟზე და ქალების სხვა ეშმაკობებზე… თუმცა მათზე არაა ეს სტატია. ერთ კარგ ადამიანზე მინდა მოგიყვეთ. პრინცი არაა, მაგრამ მაღალი სოციალური სტატუსი აქვს. საშუალოზე მეტი ქონება, ინტელექტი, განათლება, ნიჭიერება. ისიც ეძებს ქალს, მაგრამ კლუბებში და ბარებში არა. ვერ იტანს გადაპრანჭულ და გადატყლარჭულ, ფულზე დახარბებულ, სარფიან საქმროზე მონადირე გოგუშკებს. წესიერი, თავმდაბალი, ერთგული და უანგარო გოგო უნდა იპოვოს. ამიტომ აფიშირებას არ უკეთებს თავის ქონებას და სხვა ღირსებებს, თუმცა არც ძალიან მალავს იმ პრინცივით. ხოდა, გაიცნო სოციალურ ქსელში გოგო, რომელიც მოეწონა. გოგოსაც მოეწონა, მაგრამ ახლოს რომ გაიცნეს ერთმანეთი და კაცის რეალური ქონება და სტატუსი შეიტყო, უარზე დადგა გოგო. რატომ, მოტყუებულად იგრძნო თავი? არა. აბა?  “მე შენ არ შეგეფერები, შენთან შედარებით მე არაფერს არ წარმოვადგენო, შენს გვერდით არასრულფასოვნად ვიგრძნობო თავს, შენს ქალებს მიხედე გირჩევნია, ბუზებივით რომ გახვევიაო, მე შენი სათამაშო არა ვარო”…  ხო. ასეც ხდება ხოლმე და არც ისე იშვიათად. არადა, რამდენი გოგო იტყვის ახლა, ფუუუ, დებილიო :). რამდენი ელოდება დღემდე თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს არა, მაგრამ იახტიან მილიონერს კი. ხარბად ისმენს ისტორიებს მილიონერების ულამაზო ცოლებზე, მათთან რომ უფრო ბედნიერად გრძნობს თავს ის მილიონერი მას მერე, რაც თავის ახალგაზრდა და ულამაზეს ცოლს გაეყარა. ოცნებობს როგორ დადის თავის მდიდარ ქმართან ერთად შოპინგებზე, ნებივრობენ მის იახტაზე, მოგზაურობენ ძალიან ბევრს და ბავშვებს ყველაზე ძვირადღირებულ სკოლაში მიიყვანენ. აი ეს, მართლა ჭკვიანი და კარგი გოგო კი გაჯიუტდა. უარზეა. რატომ ნეტავ? ნამეტანი თავმდაბლობით მოსდის? არა. უფრო პროზაულადაა საქმე. ხედავს რამდენი ქალი ეხვევა ამ კაცს გარშემო. (რას იზავ, რაც უფრო მეტი ღირსებები აქვს ადამიანს, მით უფრო მიმზიდველი ხდება). იცის, რომ არ მოშორდებიან მას მერეც კი, როცა ცოლს შეირთავს და წინასწარ ეჭვიანობს. უფრო სწორად, ეზარება ასე, ეჭვიანობაში ცხოვრება. ამიტომ უფრო მარტივ ვარიანტს ეძებს თავისთვის, რომ მშვიდად და ბედნიერად იცხოვროს. არაა გამორიცხული, რომ ასეთი კაციც უღალატებს, მაგრამ ალბათობა და ეჭვიანობის საბაბი გაცილებით მცირეა. რათქმაუნდა მხოლოდ ქალებს არ ემართებათ ეს. კაცებიც ხშირად გაურბიან ხოლმე ლამაზ ქალებს სწორედ ამ მიზეზით. ეშინია, რომ ცოლი გაუბოზდება. შეიძლება არც გაუბოზდეს, მაგრამ მუდმივად უნდა იტანოს ავხორცული მზერები და რეპლიკები თავისი ცოლის მიმართ. ლამაზი ცოლის პრეტენზიების ატანა და მუდამ მის ფეხქვეშ გაგებაც ეზარებათ. ამიტომ ირჩევენ საშუალოებს. ლამაზი ქალი კი შეიძლება როდესმე, მომავალში, ბევრი ფული რომ ექნება, მაშინ გაიჩინოს საიდუმლო საყვარლად. ან მდივნად. ისიამოვნებს და არ ინერვიულებს. ამიტომაა, რომ ლამაზი გოგო რატომღაც ლოთს, ნარკომანს, მოკრიმინალო და ცოტა შერეკილ ტიპებს რომ ჩაუვარდებათ ხოლმე ხელში. რატომ ნეტავ? იმიტომ, რომ ასეთი ტიპები არ ფიქრობენ სტაბილურობაზე, სიმშვიდეზე. ისინი ცხოვრებისგან იღებენ მაქსიმუმს აქ და ახლა. არ ფიქრობენ გრძელვადიან პერსპექტივებზე. თუმცა ასეთი კავშირი დიდხანს არ გრძელდება ხოლმე და ეს ჩვენი ლამაზი გოგო ძალიან მალე ხდება დაცინვის, შეურაცყოფის და ღალატის მსხვერპლი, მაგრამ რა ქნას, როცა ჭკვიანი და წესიერი კაცები გაურბიან? შეხედავენ ლამაზ გოგოს და ფიქრობენ: “ამას ალბად უკვე ეყოლება ძალიან მაგარი კაცი. ისე ვინ გააჩერებსო”. ამიტომ უვლიან შორიახლო. მხოლოდ ავხორცული რეპლიკებით კმაყოფილდებიან. აი თავზეხელაღებული ტიპები კი ჯიქურ გადადიან შეტევაზე. სულ არ აინტერესებთ ყავს იმ გოგოს ვინმე თუ არა. ასევე ბევრს არ ფიქრობენ და ანგარიშობენ ადამიანები ძალიან ახალგაზრდა ასაკში, მაგრამ ამ ასაკში მათ სექსიც აკრძალული აქვთ და ქორწინებაც. ზოგჯერ კი ასეც ხდება: შეიძლება ბიჭს და გოგოს ისე ძალიან მოეწონოთ ერთმანეთი, რომ ორივემ იფიქროს: არა ვარ მე მისი ღირსი და არც უნდა ვიოცნებო მასზეო. გრძნობების გამხელა კი ისე ძნელია… ძნელია უარის შიშის გამო. რაც უფრო მეტად მოგწონს, მით უფრო ძნელია უარის გადატანა. ბევრმა არ იცის, რომ ქალის “არა” ნიშნავს “კი” ს, ოღონდ მოგვიანებით 🙂 არ ჯერათ სიყვარულის ძალის. არადა, რომ არა ასეთი პრაგმატული და კომპლექსებით სავსე მიდგომა წყვილის არჩევის მიმართ, ალბად გაცილებით მეტი იქნებოდა ბედნიერი და ლამაზი ადამიანი, რადგან ცხოვრების რუტინული თრევის ნაცვლად უბრალოდ დატკბებოდნენ ცხოვრებით. ცხოველებში ყველაფერი მარტივია: ყველაზე ძლიერს ხვდება ყველაზე ლამაზი. ადამიანებში ყველაფერი არეულ-დარეულია. ადამიანები ნამეტანი ბევრს და ზედმეტს ფიქრობენ ამ საკითხში. ასეთია ცხოვრება. სამწუხაროდ განსხვავდება ზღაპრისგან და კინოსგან. ალბად მეტი სითამამე და რისკია საჭირო და რაც მთავარია, პოზიტიურის მოლოდინი.

ერთი კომენტარი: “ზღაპარი და სინამდვილე”

  1. ცხოვრებამ დაამტკიცა. რომ არამართლებს სიყვარულის მარადისობა. მაშ რატომ ვფიქრობთ ვიპოვოთ ჩვენი წყვილი სამუდამო ვადით. თუ ეს ბუნებრივად გამოვა და წყვილი თავს იგრძნობს ბედნიერად სამუდამოდ- ამას რა შეედრება. საერთო მიზნების და ინტერესების თანხვდენა განაპირობებს ამ მარადისობას. რაც მეტად იშვიათია.

დატოვე კომენტარი