მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა…

მათე 8,21. ხოლო ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.
22. ხოლო იესომ მიუგო მას: შენ მე გამომყევ, და მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა.

ეს ქრისტეს ერთერთი იმ არაპოპულარულ მცნებათაგანია, რომელსაც არავინ ასრულებს. წაიკითხავენ და წაუყრუვებენ. იხუმრა ალბად ქრისტემ. – აბა რა ვქნათ, არ დავმარხოთ მკვდრები? იტყვით თქვენ. – კიბატონო, დამარხეთ, მაგრამ რატომ ქმნით ამისგან ამხელა ამბავს? ვაივიში, შეცხადება, დატირება, პანაშვიდები, ქელეხები, ორმოცები, წლისთავები და აღდგომა დღეს საფლავზე გასვლები. 

ის ყურადღება, რასაც გარდაცვლილი ადამიანის მიმართ იჩენენ, მისთვის სიცოცხლეში რომ გამოეჩინათ, შეიძლება არც მომკვდარიყო.

თუ შენ გჯერა, რომ სული არსებობს და შენი მიცვალებულის სული უკეთეს ადგილასაა, მაშ რაღა გატირებს? პირიქით, უნდა გიხაროდეს. და თუ მაინც დასტირიესე იგი დარწმუნებული ხარრომ ჯოჯოხეთში მოხვდა

თუ შენ მორწმუნე ხარ და გწამს, რომ სული ტოვებს სხეულს, რაღა გესაქმება სხეულთან? რატომ უკეთებ მაკიაჟს, ბალზამირებას, რომ არ აყროლდეს, სანამ ვიტრინაზე გაქვს გამოფენილი ყველას დასანახად, რომ საკმარისი ფული მოაგროვოს. (ხომ უნდა ნახოს ხალხმა, რაში იხდის ფულს). შემდეგ რაც შეიძლება მდიდრულ საფლავს უკეთებ, გეგონება უსულო გვამისთვის სულერთი არ იყოს, ზედ რას დაადებ. აღდგომა დღეს კი იმის მაგივრად, რომ ქრისტეს აღდგომა გაიაზრო და იზეიმო, როგორც ქრისტიანს შეშვენის, მკვდრების გვამების მოსანახულებლად მიდიხარ. წითელ კვერცხებს გაუგორებ, საფლავზე შეჭამ, საფლავზე დალევ… – მიუვაო!

წარმოგიდგენიათ მაინც რანაირად მიუვა? აი სხედან მიცვალებულების სულები მაგიდასთან, უდევთ წინ ცარელა თეფშები, ცარელა ჭიქები და ელოდებიან როდის გაჩნდება მათში საჭმელ-სასმელი. გაჩნდება და ეგრევე ეძგერებიან. ეძგერებიან აბა რა იქნება, მთელი წელი აშიმშილებ და მხოლოდ აღდგომა დღეს აჭმევ…

რა ვქნათ აბა, მამაპაპათა ტრადიციები არ უნდა დავიცვათ?

მე გეტყვით როგორ იქმნება ეს ტრადიციები: როცა გაიგებენ რომ ვიღაცა გარდაიცვალა, შეიყრებიან ნათესავები, მეზობლები და იწყება სამზადისი! ეს სამზადისი არის არის ერთადერთი შანსი მათთვის, ვინც ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენს არც ჭკუით, არც შეგნებით, არც განათლებით, არც ქონებით, რომ რაღაცნაირად თავი მნიშვნელოვან ვიღაცად იგრძნოს. დაადგებიან თავზე ჭირისუფალს და იწყებენ რჩევებს: წესი ასეა, წესი ისეა… ვიღაცას აუცილებლად გამოეცხადება მიცვალებულის სული სიზმარში, რომელიც დამატებით მითითებებს იძლევა ქელეხზე რა მუსიკა დააკვრევინონ და კუბოში რა ჩაატანონ. ჭირისუფალმაც რა ქნას, ყველაფერს ასრულებს. აბა ხალხს ხომ არ ათქმევინებს, რომ რაღაცა მოაკლო თავის მიცვალებულს…

და ამ ბედოვლათ მრჩეველთაგან ყველაზე ბედოვლათი ხდება თავიკაცი. თავიკაცი წყვეტს სად გადაყარონ ფული, რომელსაც ხალხი მკვდრის ნახვაში იხდის. ნუ, პრინციპში ასე ჩანს, რომ მკვდრის ნახვაში, თორემ სინამდვილეში ხომ სმა-ჭამაში, ღრეობაში, ქელეხს რომ ეძახიან. და ვაი ჭირისუფლის ბრალი, თუ სუფრას რამე აკლდა, საუკუნე ვერ ამოვა ხალხის ყბიდან. დარწმუნებული ვარ, თქვენც უამრავ სისულელეს გაიხსენებთ, რასაც აკეთებენ ქართველნი მკვდრების დასამარხად.

ასე რომ, მართალია ქრისტე, რას ერჩი. შეიძლება ამ უგუნურ მასას ცოცხალი უწოდო? რა თქმა უნდა არა! ისინი მკვდრები არიან და მიტომაც აქცევენ მკვდრებს უფრო მეტ ყურადღებას ვიდრე ცოცხლებს.

ამ სიკვდილის ინდუსტრიას ეკლესიაც ხელს უწყობს. რა ქნან აბა, სიკვდილის შიში მთავარი სტიმულია მორწმუნეთათვის. ქრისტიანების მთავარი “ფიშკაც” ხომ ესაა, ქრისტე მოკვდა, მაგრამ აღდგა. სიკვდილი დაამარცხა! სიკვდილირომელიც სინამდვილეში არც არსებობსთუ შენ მართლა გჯერარომ უკვდავი სული ხარ და არა ხრწნადი სხეული.

საბჭოთა კავშირში, როდესაც ხალხი აღარ დადიოდა ეკლესიებში, აზრზე არ იყო ვინ იყო ქრისტე და რა უნდოდა, ან რატომ აღსდგა, აღდგომა დღეს მაინც ეუბნებოდა ერთმანეთს ხალხი “ქრისტე აღდგა!” და აუცილებლად უნდა გეპასუხა: “ჭეშმარიტად!”.  კვერცხებს ღებავდნენ, პასკებს აკეთებდნენ, საკლავს დაკლავდნენ, საფლავებზე გადიოდნენ და ჭამდნენ, სვავდნენ… აი ეს ვერაფრით ვერ მოაშლევინეს კომუნისტებმა ხალხს. გამოდის, რომ რიტუალი და ჩვეულება უფრო მტკიცეა ვიდრე ჭეშმარიტება და რწმენა. ამიტომაც ამრავლებენ და უფრო და უფრო პომპეზურს ხდიან რიტუალებს და დღესასწაულებს რელიგიის (და არა ღმერთის) მსახურები. რიტუალი უფრო საიმედოა ვიდრე რწმენა

დატოვე კომენტარი