მისი უდიდებულესობა ქალის ორგაზმი

ეხ, ფროიდს რა ვუთხარი, ქალებსაც რომ ორგაზმი ქონიათ თურმე, მან ამცნო სამყაროს და ამით სამყარო რადიკალურად შეცვალა. სექსუალურად დათრგუნული საზოგადოება სექსუალურად შეწუხებულ საზოგადოებად გადააქცია.
მოვა დრო და იტყვიან, რომ მისი ეს გამოგონება ატომური ბომბის გამოგონებაზე უარესი იყო კაცობრიობისთვის.
რატომ გამოგონება? განა ქალებს ორგაზმი ფროიდამდე არ ქონდათ? ქონდათ. ფროიდს ქალების ორგაზმი არ გამოუგონია, ფროიდმა ქალების ორგაზმის სავალდებულოება გამოიგონა.
ფროიდამდე ქალის ორგაზმი ბუნებრივი, სპონტანური რამ იყო, ექიმებს ეს ნერვული სპაზმები ეგონათ. ფროიდმა კი არა მარტო ამცნო სამყაროს, რომ ქალების ორგაზმიც არსებობს, არამედ სავალდებულო გახადა ის! თურმე თუ სექსის დროს ქალი ორგაზმს ვერ განიცდის, ეს დიდი პრობლემაა და ამაში ან ქალია დამნაშავე, ან კაცი, ან ორივე, მაგრამ უმეტესად კაცი. ისაა თურმე ეგოისტი, “კურდღელი”. არასაკმარისად ეფერება ქალს, ძალიან სწრაფად ათავებს და ქალს არ აცდის. თან ქალის ორგაზმი კაცს ჩაეთვლება, თუ თვითონ იშრომა ამაზე,  მაგრამ თუ ქალი დაეხმარა, ეს უკვე კაცის არასრულფასოვნებაზე მეტყველებს. სულელ კაცებსაც ძალიან წყინთ, როცა ქალი სექსის დროს ან მის მერე ეხმარება თავის სხეულს კლიტორის სტიმულაციით ორგაზმამდე მიღწევაში.
სექსი ბავშვის ჩასახვის საშუალებიდან და სიამოვნებიდან გადაიქცა დიადი მიზნის მისაღწევ რიტუალად! ეს დიადი მიზანი ქალის ორგაზმია და თუ ეს დიადი მიზანი არ მიიღწევა, სერიოზული პრობლემები იწყება: ეჭვიანობა, ყვედრება, სექსოლოგთან, გინეკოლოგთან ვიზიტები, დროის და ფულის ყრა. ხანდისხან გაყრაც.
მაგარი შტუკა გაუჩალიჩა ფროიდმა კაცებს: მას მერე წავიდა კაცების საქმე ცუდად. უნდა იშრომო და იშრომო, ითმინო და ითმინო, აკონტროლო, თავი შეიკავო, არ გაბედო გათავება, სანამ ქალი არ მოახერხებს და გაათავებს. ვერ გაათავებს და კაცი თავს არასრულფასოვნად გრძნობს. ქალი კი უკმაყოფილო რჩება. ასეთი სპორტიც გამოიგონეს: ერთდროულად გავათავოთო, უფრო მაგარიაო… ფროიდის გამოგონების შედეგია ისეთი უცნაური, მახინჯი მოვლენა, როგორიცაა ქალების მიერ ორგაზმის იმიტაცია. უცნაურია არა? თუ ქალმა ვერ გაათავა, მხოლოდ ქალის პრობლემა არ უნდა იყოს? რა საჭიროა იმიტაცია? რა საჭიროა და კაცი ვერ გრძნობს თავს ამ დროს ვაშკაცად ფროიდის მიერ დამკვიდრებული სტანდარტების გამო.
ზოგ ქალს ძალიან ადვილად შეუძლია გათავება და თან ზედიზედ ბევრჯერ.  ზოგიერთი ქალი კი ძალიან ძნელად ათავებს და ზოგი საერთოდ ვერ ათავებს. ისინი, ვინც ძალიან ადვილად ათავებენ, ისინი სიხარულის და თავდაჯერების მომტანია მამაკაცებისთვის. ისინი, ვინც საერთოდ ვერ ათავებენ, მაგრამ არც ფრიგიდულები არიან, სიმშვიდის მომტანია მამაკაცებისთვის. იცის ასეთმა ქალმა, რომ ვერ ათავებს და წყნარადაა. პროცესით ტკბება, წინასწარ დასახული დიადი მიზნის გარეშე და კაციც მაშინ ათავებს, როცა ბუნებრივად ამისი დრო და სურვილი მოუვა.  აი ის ქალები კი, რომლებიც ძალიან ძნელად ათავებენ და თუ ამას თან პრეტენზიული და ანჩხლი ხასიათიც ერთვის, ძალიან დიდი თავის ტკივილია კაცებისთვის. თავი ასეთ ქალებს ტკივათ ხოლმე  სექსის წინ და მხოლოდ ძვირფასი საჩუქრები თუ უამებთ ხოლმე ამ ტკივილს 🙂
მოდი, სიმართლეს შევხედოთ თვალებში, ქალების უმეტესობა ბავშვობიდან მასტურბირებს და არც ქართველი ქალებია გამონაკლისი, მაგრამ ქართველი ქალი ხომ იდეური  ქალიშვილია, ქალიშვილობის ინსტიტუტის წარჩინებით კურსდამთავრებული და 30 ს რომ გადასცილდება, მაშინ თუ იწყებს მამაკაცთან სრულფასოვან სექსს. მერე ჩივის, მამაკაცთან ორგაზმს ვერ ვაღწევო. რანაირად მიაღწევს, თუ ამდენი წელი მასტურბაციას მიაჩვია ორგანიზმი და ფსიქიკა? არ ვარ მასტურბაციის წინააღმდეგი, მაგრამ როცა სექსს გვიან იწყებ, ეს პრობლემა დიდი ალბათობით იჩენს ხოლმე თავს. ამიტომ ასეთი ქალები სექსის დროსაც აგრძელებენ ხოლმე მასტურბაციას. განსაკუთრებით ისინი, ვისაც კლიტორული ორგაზმი აქვს.
ზოგი მამაკაცი ამ დროს თავს შეურაცყოფილად გრძნობს. ცოლს კი გარყვნილად. განსაკუთრებით ქართულ სადღეგრძელოებზე გაზრდილი ტიპები. არადა, მადლიერი უნდა იყვნენ. ქალი გეხმარება ხომ ამ “დიადი მიზნის” მიღწევაში, ხელს ხომ არ გიშლის? 🙂
კლიტორული ორგაზმი – ფროიდის კიდევ ერთი მავნე და იდიოტური გამოგონება. ფროიდის ჭკუით, ქალს აქვს ორი ტიპის ორგაზმი: კლიტორული და ვაგინალური და თურმე ქალები კლიტორული ორგაზმით ცუდები არიან და ვაგინალურით კარგები. ისემც ფროიდის კარგები…
არადა მე ვიცი ქალები, რომლებიც ორგაზმს აღწევენ მკერდის, კისრის, ტუჩების, უკანალის, უკანა ხვრელის და სხეულის სხვა ზოგჯერ სრულიად მოულოდნელი ადგილების სტიმულირებით და ვიცი ისეთი ქალებიც, რომლებსაც საერთოდ არ ჭირდებათ სხეულზე შეხება. ისინი ორგაზმს მხოლოდ ეროტიკული ოცნებებით აღწევენ. მათ რომელ თაროზე მიუჩენ ადგილს ფროიდო?
ქალის ორგაზმის სავალდებულოებამ კიდევ ერთი კურიოზული სიტუაცია წარმოშვა: თურმე ორგაზმი ზოგიერთი ქალისთვის სულაც არაა სასიამოვნო რამ. მხედველობაში მყავს ქალები, რომლებსაც ორგაზმის შემდეგ ტირილი უვარდებათ. ვერ აკონტროლებენ ამას. ტირილი ეწყებათ და მორჩა. ზოგი ქალი ადვილად იტანს ამას, მისთვის ტირილი არაა დიდი პრობლემა, მაგრამ არიან ქალები, რომლებსაც საშინლად არ მოწონთ ტირილი: ცრემლები, ცინგლები, თავის ტკივილი, ცუდ ხასიათზე დადგომა…
გამოდის, რომ ორგაზმი ასეთი ქალებისთვის სიამოვნების ნაცვლად ტანჯვის მომტანია. არადა, რომ ვერც აღიარებს ამას პარტნიორთან? როგორ უთხრას თავის ვაშკაცს, რომელსაც თავის დიად მიზნად და კაცობის საზომად პარტნიორის ორგაზმამდე მიყვანა მიაჩნია, სექსი კი მინდა, მაგრამ  ორგაზმი არაო? ნამდვილ ამბავს გიყვებით: ამ გოგონამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ყველანაირად სექსის თავიდან არიდება დაიწყო. ამან არ გაამართლა: ვაშკაცმა ეჭვიანობა დაიწყო. მაშინ შესთავაზა: კი ბატონო, გვქონდეს სექსი, მაგრამ მე მხოლოდ მინეტს გაგიკეთებო. ეს მთლად უარესი გამოდგა: ვაშკაცმა იფიქრა, რომ მისმა გულისსწორმა უღალატა, ვენერიული დაავადებით დაავადდა სხვა კაცისგან და ახლა ეს მოიფიქრა, რომ შეყვარებულიც არ დაეავადებინა. საბედნიეროდ მათი ურთიერთობა ფსიქოლოგთან კონსულტაციამ იხსნა, მაგრამ განა ბევრი მიმართავს ფსიქოლოგს საქართველოში? და განა ბევრია საქართველოში აზრიანი, არაფროიდისტი ფსიქოლოგი?
სხვა შემთხვევაც იყო. გოგონა აცრემლებული მეკითხებოდა: “რატომ ზაზა, რატომ?” მე ის იმით დავამშვიდე, რომ მასში ბევრი ნეგატიური ემოციაა დაგროვილი და ორგაზმის დროს სხვა შემთხვევაში დახშული ემოციები გამოსავალს პოულობს ტირილის სახით, რომ ეს უბრალოდ უნდა მიიღოს და ეს ემოციები რომ დაიცლება, ორგაზმული ტირილიც აღარ შეაწუხებს. ამან გაჭრა. ტირილი მაშინვე არ შეწყდა, მაგრამ ტირილის გამო ტირილი შეწყდა.
ტირილს რაც შეეხება, ეს მართლაც არის ნეგატიური ემოციებისგან დაცლის საშუალება. არაა საიდუმლო.
ოშომ შექმნა უმძლავრესი კათარზისული ტექნიკა, რომლის დროსაც შვიდი დღე სამ-სამი საათი ჯერ იცინი და შემდეგ ტირი. არც ისე ადვილია ჯერ ხელოვნურად გამოიწვიო სამი საათი სიცილი და შემდეგ ტირილი, მაგრამ ამაში გეხმარებიან. ტრენინგის დროს მარტო არ ხარ, ქარიზმატული ლიდერის, გარემოს და შესაბამისი მუსიკის თანხლებით, როდესაც რამდენიმე ადამიანია ერთად, გაცილებით ადვილია სიცილიც და ტირილიც. ემოციები გადამდებია და ერთმანეთს აძლიერებს. ადამიანი საოცრად სოციალური არსებაა. ხომ გაგიგიათ: “ნუ ტირი, თორემ მეც ავტირდები” გადამდებია აგრეთვე მთქნარება, ხველება, შთაგონებული ჰალუცინაციები და ბოდვითი აზრები. ასეთია ადამიანი.
ფროიდის ბოდვითი აზრებიც საშინლად გადამდები აღმოჩნდა. საბედნიეროდ კაცობრიობა დაჭკვიანდა და ნელ-ნელა თავისუფლდება ფროიდის ბოდვებისგან, აი სხვების კიდევ უფრო უარესი ბოდვითი აზრების კი რა მოგახსენოთ…

დატოვე კომენტარი