ქალის ფასი

– მე ისეთ კაცს გავყვები, ქალის ფასი რომ იცის.

– ქალის ფასი? კონკრეტულად შენი და შენისთანების ფასი კარგად ვიცი და ამიტომ ასეთის ცოლად მოყვანა წარმოუდგენელ სისულელედ მიმაჩნია.

– რატომ ვითომ?

– აი ამიტომ: რას ნიშნავს შენთვის ქალის ფასი? ხელის თხოვება უძვირფასეს რესტორანში, სასურველია პარიზში. დაჩოქებით და ბრილიანტის ბეჭდით. ქორწილი მინიმუმ ათასკაციანი. რესტორნის და სამების დაკეტვით, ჯვრისწერა ელიტარულ მამაოსთან, ლიმუზინებით, ცერემონიებით და პროფესიონალური ვიდეოგადაღებით ინსტაგრამისთვის. საქორწილო მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, შემდეგ ცხოვრება ელიტარულ უბანში, სამი მანქანა, აგარაკი, სტილისტი, მაკიაჟი, ფიტნესი, იოგა, შოპინგები, პლასტიკური ოპერაციები, პროცედურები, აუარება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამკაულები, ჩანთები, აიფონები და წარამარა იმის ყვედრება, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის გინდა. შემდეგ არანაკლებ ფუფუნებაში უნდა ვაცხოვრო შენი შვილები, რომელიც არავინ იცის ჩემიც იქნება თუ არა, და ეს საზიზღარი წკავწკავა ძაღლი, დღე ჩანთასთან ერთად რომ დაათრევ და ღამე ლოგინში გიწევს. ამ ყველაფერთან ერთად უნდა ავიტანო შენი გაფხორილი, მუდამ უკმაყოფილო მშობლები, წარამარა რომ მახსენებენ, როგორი კაცები გთხოვდნენ ხელს, რათა არ მოვდუნდე, უფრო მეტი ფული ვიშოვო და დაგახარჯოთ. ეს შენი ჭორიკანა შურიანი დაქალები, მათი ჯიბრი რომაა შენი ცხოვრების აზრი. და ეს ყველაფერი რისთვის, შენთან სექსისთვის? რომელიც მაქსიმუმ ორ წელიწადში მომბეზრდება და შემდეგ უნდა გიტანო შვილების ხათრით და იმის შიშით, რომ გაყრისას ქონების ნახევარს ამახევ. სხვა რისთვის, შენით რომ ვაჩვენო ხალხს, როგორი მდიდარი ვარ? არ მაქვს მე ეგ კომპლექსი. მაგ ფასად, რაც შენი დაფასება დამიჯდება, ელიტარულ მეძავს ვიქირავებ… სამ ელიტარულ მეძავს ვიქირავებ, რომლებიც შენზე ლამაზები იქნებიან, შენზე უკომპლექსოები, არასდრის თავი არ ეტკიებათ და რაც მთავარია, ტვინს არ გამიბურღავენ. არც სიდედრი მოყვებათ კომპლექტში. მომბეზრდება? სხვას ვიქირავებ და ამის გამო არ მიჩივლებენ სასამართლოში. სხვა რა? შვილები? შვილებს სუროგატ დედებს გავაჩენინებ და პროფესიონალ ძიძებს გავაზრდევინებ. ფსიქიკას მაინც არ დაუნგრევენ. შენ თავი პატიოსან ქალად მოგაქვს, მაგრამ სინამდვილეში შენც ისეთივე მეძავი ხარ. უბრალოდ სხვა ფორმით იღებ გასამრჯელოს. მეძავი შენზე უკეთესია. არ გამადლის მაინც. მეძავი რომ სხვასთანაც წვება? მეტი არჩევანი თუ არ მექნა, ძაღლთან ნაწოლ ქალს ისევ ადამიანთან ნაწოლი მირჩევნია.

სინამდვილეში არც არასდროს მქონია სექსი მეძავთან და არც ვაპირებ. არც ცოლის სტატუსიანი მეძავი მინდა. იქნებ გამიმართლოს და ისეთი ქალი ვიპოვო, რომელიც თავის დაფასებაზე კიარა, თავის მიძღვნაზე ოცნებობს… არა, კი არ ოცნებობს, უბრალოდ ასეთია. აი ასეთებს არ აფასებენ სამწუხაროდ. დღეს ისინი უცხოეთში გადახვეწილები შრომობენ და ინახავენ უქნარა ქმრებს.

დატოვე კომენტარი