წელსაც გარდმევიდა!

წელსაც გარდმევიდა.
გიხაროდენ!

ანუ როგორც მართლმადიდებლებს ჯერათ, ამის გამო წელსაც ქრისტე მეორედ არ მოვა… და უხარიათ.
ვერ გამიგია, ქრისტიანს რატომ არ უნდა უნდოდეს ქრისტეს მოსვლა? მით უმეტეს, როცა ერთადერთ მართლ-მადიდებლად მიგაჩნია თავი?
თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ იქ არანაირი ცეცხლის გარდმოსვლა ანუ სასტაული არ ხდება, ცეცხლს თვითონ ანთებენ და ეს მხოლოდ რიტუალიაო, მაგრამ დავუშვათ, ცეცხლს მართლა ღმერთი ანთებს. რაღაც ძალიან ეკონომ კლასის სასტაულებს ახდენს ჩვენს დროში ღმერთი. რავი, ბიბლიას თუ დავუჯერებთ, ზღვა გააპო ორად, წარღვნით ამოხოცა კაცობრიობა, ბავშვები ამოხოცა ეგვიპტეში, (სასტიკი, ბოროტი, მაგრამ მასშტაბური სასწაულები ხოა) აგერ, ლაზარე აღადგინა მკვდრეთით, უამრავი ხალხი განკურნა, უამრავი ხალხი დააპურა…
და დღეს? სანთელს ანთებს და ისიც წელიწადში ერთხელ! გამოელია საწაულები? ვიღაც იტყვის, ჩვენი ურწმუნოების გამოო, მაგრამ თუ საწაული ჩვენს რწმენაზეა დამოკიდებული, მაშ ღმერთის ძალაც ჩვენს რწმენაზე ყოფილა დამოკიდებული, უჩვენოდ არაფერი შეუძლია და რანაირი ყოვლისშემძლეა მაშინ?
ვიღაცა კიდევ იტყვის, სასწაულებს ნუ ეძებო. ებიჯო, მე არ ვეძებ, მაგრამ მაშინ თქვენ რას აწყობთ ამოდენა შოუს, თითქმის ყოველ წელს თავპირს ამტვრევთ ერთმანეთს და დაატარებთ მაშინ ამ ცეცხლს აქეთიქით? თქვენ არ გეხებათ ქრისტეს ეს სიტყვები: “უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებსო?”
ბევრი ვეძებე სახარებაში ცეცხლის გარდმოსვლის შესახებ და აი ეს ვიპოვე:
13 ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან მიწაზე ადამიანთა წინაშე. 14 აცდუნებდა მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად, და ეუბნებოდა მიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისაგან და რომელიც გაცოცხლდა. (გამოცხადება 13 თავი)

სხვათა შორის, რუსებსაც გაატანეს ეს ცეცხლი და იმათაც წაიღეს რუსეთში დარწმუნებულებმა, რომ ღმერთი მათ მხარეზეა

დატოვე კომენტარი